მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს

იმედი|imedinews.ge

ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

წამყვანმა ჰკითხა, რა შედეგი მოიტანა ფასებთან დაკავშირებულმა საპარლამენტო კომისიის მუშაობამ.

„ჩვენი კომისიის ფარგლებში რეკომენდაციები გაიცა მოკლევადიან პერიოდზე, საშუალოვადიან პერიოდზე და დავწერეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვისარგებლოთ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში რა გაკეთდა. ჩვენთვის ოპონენტების კრიტიკული განცხადებები მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია ფაქტები. როდესაც [ www.ekalata.gov.ge ] პორტალი შევქმენით, საშუალო ჩეკი 13 პროდუქტზე იყო 43 ლარი და 20 თეთრი, დღევანდელი რეალობა არის 37 ლარი და 72 თეთრი. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია მუშაობს, სისტემა მუშაობს.

მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის შეთავაზება საუკეთესო ფასდაკლებებით. თუ საბაზისო ფასს ავიღებთ, დახლის ფასს, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არის ფასი, სხვაობა ორჯერ მეტია. შეიქმნა მოდელი, რომელიც ჩვენს მოქალაქეს აძლევს ყოველდღიურად, საუკეთესო ფასი ჰქონდეს ამ 13 პროდუქტის კატეგორიაზე. შიდა კვლევაც ჩავატარეთ და ეს 13 პროდუქტი თითქმის ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

იმედი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი