მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შოთა ბერეკაშვილი: გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით
შოთა ბერეკაშვილი: გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით

შოთა ბერეკაშვილი: გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით

იმედი|imedinews.ge

გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ [პორტალზე] და ნახოთ, რომ ის 13 პროდუქტი ყოველდღიურად არის საუკეთესო ფასად, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო კომისიამ საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში რუმინული, ბულგარული, უნგრული, ფრანგული და ბერძნული მოდელები შეისწავლა.

„საბოლოო ჯამში ბერძნულ მოდელზე გავეცით რეკომენდაცია, რადგან ჩვენ ქართული ბაზრის საქციელი შევისწავლეთ, რომელიც ძალიან შეესაბამება ბერძნული ბაზრის საქციელს. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, რომ ბერძნული კალათის ანალოგი დაგვენერგა. ეს აძლევს საშუალებას ბაზარს, სექტორს, რომ მომხმარებელს პროდუქტის კონკრეტულ კატეგორიებზე მუდმივად შესთავაზოს საუკეთესო ფასი“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ინიციატივასთან დაკავშირებით ქსელებისგან დადებითი უკუკავშირი იყო.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით ბაზრის საქციელს, აქ თამაშში არ შემოდის რეგულაცია. იქ, სადაც რეგულაციებით წავიდნენ გვერდითი ეფექტი მნიშვნელოვნად ნეგატიური იყო, ამან გამოიწვია ფასების ასიმეტრია, ხარჯების გაბერვა, საბოლოო ჯამში ბაზარი დაზარალდა, მომხმარებელმა სხვა პროდუქტებზე გაცილებით მეტი გადაიხადა და შესაბამისად, ინფლაიცია შემცირების ნაცვლად, პირიქით აჩქარდა.

ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო ისე გადაგვეწყო სისტემა, რომ გამოგვეყენებინა ფასდაკლების მოდელი მომხმარებლის სასარგებლოდ. ეს ფასდაკლებები აღარ არის ქაოტური, არის კონკრეტულ კატეგორიაზე დაბალი ფასი, უბრალოდ ხდება ბრენდების როტაცია. არის მიმზიდველი და მაღალი ხარისხის პროდუქტები. ამ სიტუაციით ორივე მხარე იგებს, კერძო სექტორიც და მომხარებელიც“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

იმედი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი