მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს
შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს

იმედი|imedinews.ge

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული. სიცხე მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციის უნარს, რაც პირდაპირ ზრდის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების წარმოშობის საფრთხეს.

აღნიშნული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინსპექტორები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან, სადაც მათ დეტალურად აცნობენ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რეკომენდაციებს. საინფორმაციო-საკონსულტაციო ეტაპის შემდგომ, უწყება ინტენსიურად დაიწყებს ინსპექტირების პროცესს.

მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება. ინსპექტირებისას შეფასდება: კომპანიების მიერ რისკების შეფასებისა და სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვის ხარისხი; დასაქმებულთა უზრუნველყოფა სასმელი წყლითა და დასვენებისთვის საჭირო სათანადო პირობებით; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება; დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებულობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი პრევენციული ზომების მიღება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • მორიგი საკადრო ცვლილება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭსრუსთავი 2
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს - მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

იმედი

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

იმედი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

იმედი