მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შსს გვარამიას განცხადებაზე: 166-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ქმედების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს მასზე რეაგირება
შსს გვარამიას განცხადებაზე: 166-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ქმედების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს მასზე რეაგირება

იმედი|imedinews.ge

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას პოსტის პასუხად.

კერძოდ, გვარამიას მიმართ საჯარო სივრცეში, კერძოდ, სოციალურ ქსელ „Facebook“-ში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, მედიიდან გაიგო, რომ ვინმე გიორგი გედენიძე მისთვის ფბ-ზე მიყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც შსს-ში განმარტეს, გიორგი გედენიძე დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხით გათვალისწინებული ქმედებისთვის. კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

„აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ასკ-ის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება“, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შსს-ში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი