მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი: განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება. სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი: განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება. სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით

იმედი|imedinews.ge

განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება. სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა ცანავამ.

მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისივე თქმით, კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობდა შსს-სა და პარლამენტს შორის.

„აღნიშნულ ფორმატში გონივრული კონსენსუსი შედგა კოდექსში შესატან ცვლილებებზე. კერძოდ, განისაზღვრა სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით სანქციების შემსუბუქება. სანქციების შემსუბუქება მოხდება სიჩქარის გადაჭარბების დიფერენციაციის გზით და მათზე პროპორციული სახდელების განსაზღვრით. კერძოდ, თუ სიჩქარის გადამეტება აღემატება 15კმ/სთ სიჩქარეს, მაგრამ არ აღემატება 30კმ/სთ სიჩქარეს, ასეთ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით. თუ სიჩქარის გადაჭარბება აღემატება 30კმ/სთ სიჩქარეს, მაგრამ ამავდროულად არ აღემატება 50კმ/სთ სიჩქარეს, აქ უკვე გვექნება 100 ლარის ოდენობის ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარის გადაჭარბებამ 50კმ/სთ სიჩქარეს გადააჭარბა, ასეთ სიტუაციაში კვლავ შენარჩუნებული იქნება მკაცრი სანქცია და ჯარიმა იქნება 300 ლარის ოდენობით.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება შს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ სამინისტრო საგზაო მოძრაობის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის დაიცვან საგზაო უსაფრთხოების წესები. ჯარიმა თვითმიზანი არ არის. მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მხრიდან უსაფრთხო ქცევა და ამ გზით მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.

შს სამინისტრო გააგრძელებს სამართალდარღვევებზე დაკვირვებას, მათ გამოვლენას და მათზე აქტიურ რეაგირებას. ეს განხორციელდება მუდმივ რეჟიმში. ამავდროულად, გაგრძელდება საკანონმდებლო ბაზის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის მუდმივი შეფასება“, - განაცხადა ლანა ცანავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი