მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სი ძინპინის განცხადებით, ამერიკული ბიზნესისთვის ჩინეთის კარი ფართოდ იღება
სი ძინპინის განცხადებით, ამერიკული ბიზნესისთვის ჩინეთის კარი ფართოდ იღება

სი ძინპინის განცხადებით, ამერიკული ბიზნესისთვის ჩინეთის კარი ფართოდ იღება

იმედი|imedinews.ge

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის დროს ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ჩინეთის კარი ამერიკული ბიზნესისთვის სულ უფრო ფართოდ გაიღება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სი ძინპინის განცხადებით, ამერიკული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ჩინეთის რეფორმებში და ამით ორივე მხარე სარგებლობს. მან განაცხადა, რომ ჩინეთი მიესალმება აშშ-თან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებას და ფიქრობს, რომ ამერიკულ ბიზნესს ჩინეთში უფრო ფართო პერსპექტივები ექნება.

ტრამპმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მასთან ერთად ჩამოსული ბიზნესმენები პატივს სცემენ და აფასებენ ჩინეთს. მან კომპანიებს ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარებისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლის ლიდერმა მასთან ერთად ჩასული ბიზნესმენები სი ძინპინს სათითაოდ გააცნო. როგორც სააგენტო იუწყება, ამერიკელმა ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ დიდად აფასებენ ჩინეთის ბაზარს, იმედი გამოთქვეს, რომ ჩინეთში საკუთარ საქმიანობას გააფართოებენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ.

ცნობისთვის, ტრამპთან ერთად ჩინეთში სხვადასხვა ამერიკული კომპანიის 17 აღმასრულებელი დირექტორი ჩავიდა, მათ შორისაა კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, Apple-ს ხელმძღვანელი ტიმ კუკი და Boeing-ის მმართველი კელი ორტბერგი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდაზე ფინანსთა სამინისტროს უარს პასუხობსBM.GE
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი