მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „სიდინჯე თავიდანვე ჰქონდა, უფრო სხვა სამყაროსი იყო, ხელოვნებაში ჩაკეტილი იყო“, „იყო საინტერესო რესპუბლიკური კონკურსი, პატრიარქმა მიიღო პირველი პრემია - კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ბავშვობას მისი კლასელები და პედაგოგი იხსენებენ
„სიდინჯე თავიდანვე ჰქონდა, უფრო სხვა სამყაროსი იყო, ხელოვნებაში ჩაკეტილი იყო“, „იყო საინტერესო რესპუბლიკური კონკურსი, პატრიარქმა მიიღო პირველი პრემია - კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ბავშვობას მისი კლასელები და პედაგოგი იხსენებენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის შიო მესამის ბავშვობას „იმედის კვირასთან“ მისი კლასელები და პედაგოგი იხსენებენ.

მათი თქმით, პატრიარქს ბავშვობიდანვე მშვიდი და დინჯი ხასიათი ჰქონდა.

„სამაგალითო კლასად ითვლებოდა სკოლაში ჩვენი კლასი. პატრიარქი იყო წყნარი, დინჯი და კარგად სწავლობდა“, - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქის კლასელმა მაია ფარცვანიამ.

შიო მესამის კიდევ ერთი კლასელი ქეთევან ოქიტაშვილი კი იხსენებს, როგორ კარგად სწავლობდა ელიზბარ მუჯირი ინგლისურ ენას.

„ჩვენი გაძლიერებული ინგლისურის სკოლა იყო, განაყოფებიც ვიყავით და ინგლისურის განაყოფშიც ჩემთან იყო. ამ დღეებში ბევრს ვკითხულობ და ვიღაც წერდა მასზე, კელიაში იყო ჩემთან ერთად შიომღვიმის მონასტერშიო და მასწავლიდა ინგლისურის გამოთქმებსო, ცხადია, ასწავლიდა, რადგან ძალიან კარგად იცის ინგლისური ენა. სიდინჯე თავიდანვე ჰქონდა, უფრო სხვა სამყაროსი იყო, ხელოვნებაში ჩაკეტილი იყო. ელიზბარი [შიო მუჯირი] და ვიოლონჩელო ერთიანი იყო, მუსიკალური სკოლა ზუსტად ჩვენი სკოლის გვერდით იყო, თვითონაც ძირითადად დედისეულ სახლში იყო და ეს სახლიც ჩვენი სკოლის გვერდით მდებარეობდა, სკოლიდან გადავდიოდით, შესვენებაზეც ავდიოდით ხოლმე", - იხსენებს „იმედის კვირასთან“ კათოლიკოს-პატრიარქის კლასელი ქეთევან ოქიტაშვილი.

პატრიარქის ბავშვობას იხსენებს მისი პედაგოგი თამარ გაბარაშვილიც.

„იყო საინტერესო რესპუბლიკური კონკურსი, სადაც დაუკრა პატრიარქმა. ხალხი გაგიჟდა, ისე მოეწონათ. მიიღო პირველი პრემია, ორკესტრთან დაუკრა. ბევრი არ არის ასეთი ნიჭიერი და მშრომელი.

ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მითხრა, რომ აღარ მოვიდოდა. არ არის ეს ჩემი საქმე, დავიღალე, აღარ მინდა, ღმერთია ჩემი სიცოცხლე და ცხოვრებაო. მე ვუთხარი, ხომ უნდა დაამთავრო და იმუშაო, მაგრამ ის მხოლოდ ღმერთს ახსენებდა. ძალიან გამიკვირდა და შემეშინდა კიდევაც. ახლა გავიგე მისი სათქმელი, ახლა ყველაფერი გავიგე“, - აღნიშნა „იმედის კვირასთან“ პატრიარქის ჩელოს პედაგოგმა თამარ გაბარაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

იმედი

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი