
სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანის ბლოკადა ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკას გაანადგურებს
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის ბლოკადა გრძელდება და ის ჩამოშლის პირას მყოფ ეკონომიკას გაანადგურებს.
როგორც ბესენტმა აღნიშნა, ჰორმუზის სრუტის მეშვეობით აშშ-მა 130 მილიონი ბარელი ნავთობის გატანას შეუწყო ხელი, ხოლო ირანმა ნული ბარელი გაიტანა.
„ბლოკადა და ოპერაცია „ეკონომიკური განდევნა“ ირანის ისედაც ჩამოშლის პირას მყოფ ეკონომიკას გაანადგურებს. ბოლო 14 დღის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 130 მილიონი ბარელი ნავთობის გატანას შეუწყო ხელი. ირანმა - ნული“, - დაწერა ბესენტმა.
The Blockade and Operation Economic Outcast will crush the failing Iranian economy. The USA has guided 130 millions barrels out over the past 14 days. Iran: 0 https://t.co/fvSXKpXRgs — Treasury Secretary Scott Bessent (@SecScottBessent) August 28, 2026
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge