მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Sky News: ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის
Sky News: ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის

Sky News: ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის

იმედი|imedinews.ge

Sky News-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის.

წყაროს ცნობით, უეფას წევრი ქვეყნები ამ კვირაში რიგგარეშე ონლაინ შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ თავიანთი პოზიცია ფიფას მცდელობაზე, გარე ინვესტიციების მოზიდვით ახალი კომერციული კომპანია დააფუძნოს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც უეფამ არსებულ გეგმებთან დაკავშირებით შეშფოთება საჯაროდ გამოთქვა, ფიფამ დაადასტურა, რომ მისი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო 20 მილიარდი დოლარის ღირებულების შვილობილი კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. ორგანიზაცია ახალი სტრუქტურის, FIFA Forward Enterprise-ის 20%-ზე მეტის გასხვისებასა და 4.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინა დღეს, ნიუ-იორკში საფეხბურთო ასოციაციებთან გამართულ შეხვედრებზე, ფიფას ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეგმაზე საერთოდ არ უსაუბრია.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განცხადებაში აღნიშნა: „ეს სცდება ზღვარს, რომელიც ფეხბურთის მმართველმა ინსტიტუტებმა არასდროს არ უნდა გადაკვეთონ. უეფა ამ საკითხს უაღრესად სერიოზულად ეკიდება. ფეხბურთის სული და მართვა არ არის გასაყიდი აქტივი - განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არანაირი გამჭვირვალობა იმაზე, თუ ვინ იღებს ფინანსურ სარგებელს. არცერთი ჩვენგანი არ არის ფეხბურთის მფლობელი. ის ფიფას საკუთრება არ არის, რომ გაყიდოს“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი