მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს
Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი|imedinews.ge

Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ამერიკის CONCACAF-იც შეუერთდა UEFA-ს და საჯაროდ უარყო მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვის იდეა, ჯანი ინფანტინოს წამოწყებას უკვე საფეხბურთო ასოციაციების, სულ მცირე, 90 წევრი უპირისპირდება (211-დან).

Sky News-ის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ ინფანტინო ამ მორიგ სკანდალს ვერ გადაურჩება, რადგან წევრ ასოციაციებში ფიფას წინააღმდეგ ღია ამბოხია დაწყებული.

წყაროს ცნობით, CONCACAF-ის 41 წევრიდან უმრავლესობა ინფანტინოსადმი ნდობას კარგავს ან უკვე დაკარგული აქვს. როგორც ცნობილია, ეს განწყობა მკაფიოდ გამოიკვეთა გადაუდებელი ონლაინ შეხვედრისას გამართულ დისკუსიებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი