მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა - საპარლამენტო არჩევნები დაკავებების ფონზე. ბოლო ცნობები ერევნიდან „იმედის კვირაში“
სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა - საპარლამენტო არჩევნები დაკავებების ფონზე. ბოლო ცნობები ერევნიდან „იმედის კვირაში“

სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა - საპარლამენტო არჩევნები დაკავებების ფონზე. ბოლო ცნობები ერევნიდან „იმედის კვირაში“

იმედი|imedinews.ge

სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.

დღეს ხმის მიცემის პროცესი საპოლიციო ღონისძიებების ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე საათის წინ საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა როგორც დედაქალაქში, ასევე სომხეთის რამდენიმე დიდ ქალაქში.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, სამველ კარაპეტიანის განცხადებით, აღნიშნული ვითარება და დაკავებები სომეხი ხალხის აზრზე გავლენას ვერ მოახდენს. რობერტ ქოჩარიანი კი ოპოზიციის შანსებს პოზიტიურად აფასებს.

კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ღაზინიანმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ნიკოლ ფაშინიანი წაგების შემთხვევაში შეტაკებებს მიმართავს, მაგრამ ისინი ამას არ დაუშვებენ.

სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი აღნიშნულ ბრალდებებს უპასუხა და თქვა, რომ ეს ის პროცესებია, რომლებიც მიმდინარეობს სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.

ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღნიშნული დაკავებებთან დაკავშირებით რაიმე განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

სომხური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, პოლიციელები გიუმრიში ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ოფისში შევიდნენ და 3 ადამიანი დააკავეს.

მანამდე ხმების მოსყიდვის სავარაუდო სქემის ბრალდებით, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკი „ძლიერი სომხეთიც“ არის გარეული, 5 პირი დააკავეს.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების დღეს, 14:00 საათის მონაცემებით, დარღვევების შესახებ 29 შეტყობინება შევიდა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმინმა დღეს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარისა და 1 მდივნის დაკავების შესახებ განაცხადა.

დეტალებით მარიამ ქართველიშვილი ერევნიდან „იმედის კვირაში“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი