მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხეთის მთავრობა ფორმალური პროცედურის ფარგლებში გადადგა
სომხეთის მთავრობა ფორმალური პროცედურის ფარგლებში გადადგა

სომხეთის მთავრობა ფორმალური პროცედურის ფარგლებში გადადგა

იმედი|imedinews.ge

სომხეთის მთავრობა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, გადადგა. ვიდეო, რომელშიც ფაშინიანი რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი განკუთვნილ გადადგომის განცხადებას აწერს ხელს, მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.

„სომხეთის კონსტიტუციის 158-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა გადადგომის შესახებ განცხადებას ეროვნული კრების პირველი სესიის დღეს წარადგენს და ახლა მე ვემზადები გადადგომის დოკუმენტზე ხელის მოსაწერად“, - აცხადებს ფაშინიანი.

ივნისის დასაწყისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კანონის თანახმად, ამის შემდეგ მოქმედმა მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება უნდა დათმოს. არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო ხელშეკრულება“ გაიმარჯვა და ხმათა 49,7%-ზე მეტი მოაგროვა.

ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოქმედი კაბინეტის წევრები განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა მუშაობას შეუდგება, პრეზიდენტმა, სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 133 სტატია.

  • მთავრობამ სამინისტრომ ჩინურ DBH Group-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმაBM.GE
  • "ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდებარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • შვედეთის არჩევნები: ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობასნეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას

იმედი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია - მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს

იმედი

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნა

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნა

იმედი