მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა

იმედი|imedinews.ge

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 14:00 საათის მონაცემებით, ხმა 847 226 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,84%-ს შეადგენს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წინა, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 14:00 საათის მონაცემებით ხმა 695 626 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 26,82%-ს შეადგენდა.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყებს.

არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და ბლოკი, მათ შორის: ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“; ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც სათავეში რუსი მილიარდერი, სამრეწველო-სამშენებლო ჯგუფ „ტაშირის“ ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი უდგას; ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს; ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ და ყოფილი ომბუდსმენის, არმან თათოიანის პარტია „ერთიანობის ფრთები“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი