მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
სომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

სომხეთში სომხების შეურაცხყოფის გამო რუსი ბლოგერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

იმედი|imedinews.ge

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ბლოგერის ნადეჟდა პიროჟკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც სომხებს „ვარდავარის“ დღესასწაულის გამო შეურაცხყოფას აყენებდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 14 ივლისს პიროჟკოვამ Instagram-ში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მკაცრად აკრიტიკებდა ეროვნულ დღესასწაულს „ვარდავარს“, რა დროსაც ქუჩებში ადამიანები ერთმანეთს წყალს ასხამენ.

რუს ბლოგერს წყლის შესხმა არ მოეწონა. მისი აზრით, ადამიანს, რომელსაც დღესასწაულში მონაწილეობის მიღება არ სურს, წყალი არ უნდა შეასხან. პიროჟკოვამ ვიდეოში სომეხ ხალხს „ვირთხა“ უწოდა. ვიდეომ სომხურ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მოგვიანებით რუსმა ბლოგერმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სომეხი ერის შეურაცხყოფა არ უნდოდა.

რუსი ბლოგერს სომხეთში ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები,  ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები, ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი