მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხური მედია: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბლოკ „სომხეთის“ ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თანხმობა მისცა
სომხური მედია: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბლოკ „სომხეთის“ ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თანხმობა მისცა

სომხური მედია: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბლოკ „სომხეთის“ ლიდერისა და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თანხმობა მისცა

იმედი|imedinews.ge

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე თანხმობა მისცა მეორე პრეზიდენტისა და ოპოზიციური ალიანსის, „სომხეთის“ ლიდერის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს შენობის წინ ადვოკატმა არამ ორბელიანმა განუცხადა.

მანამდე Armenian News-ი იტყობინებოდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ცესკოს მიმართა შუამდგომლობით, რათა ნებართვა მიეღო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე როგორც რობერტ ქოჩარიანის, ისე დეპუტატობის კანდიდატების - ასატურ ქოჩარიანისა და რუსლან ბარსეღიანის წინააღმდეგ. საპარლამენტო არჩევნებზე ალიანს „სომხეთის“ საარჩევნო სიით რუსლან ბარსეღიანი 62-ე ნომერია, ხოლო ასატურ ქოჩარიანი - 154-ე.

ამასთან დაკავშირებით, სომხეთის მეორე პრეზიდენტის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს არის ორი დღის წინ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ მომხდარი უკანონობის გაგრძელება.

„ფაქტობრივად, ორი დღის წინ [სომხეთის] საგამოძიებო და ანტიკორუფციული კომიტეტები აცხადებდნენ, რომ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობდა, შესაბამისად, [მეორე] პრეზიდენტის ქვეყნიდან გასვლა პირდაპირი დანაშაულის ჩადენით შეიზღუდა; დღეს კი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა პროკურატურამ რაღაც საქმე „შეკერა“ [რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ] და ცესკოს შუამდგომლობით მიმართა“, - ნათქვამია სომხეთის მეორე პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი