
სოფელ ნოსტეში გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - „სააკაძეობა“ გაიმართა
იმედი|imedinews.ge
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში გამოჩენილი მხედართმთავრისა და ქართლის დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - „სააკაძეობა“ გაიმართა.
„სააკაძეობა“ წლების განმავლობაში არ ჩატარებულა და მერიის ორგანიზებით გასულ წელს აღდგა.
გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge