მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

ველისციხის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ახალი ეტაპის მიზანია სოფლის ისტორიულ-კულტურული იერსახის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გზის საფარის და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ტროტუარების განახლება, მიერთების კვანძების მოწყობა და თანამედროვე გარე განათების სისტემების განთავსება. ასევე, გათვალისწინებულია, ველისციხის ცენტრში არსებული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

შენობების განახლების პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება მათი ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნებასა და აღდგენას, ხოლო ახალი პროექტები სოფლის ფუნქციური, ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის გათვალისწინებით განხორციელდება.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს ველისციხის ცენტრალურ ნაწილში დაწყებული და შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლასა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე. ამის შემდეგ ფონდი გამოაცხადებს ახალ ტენდერს, რაც უზრუნველყოფს ველისციხეში დაწყებული რეაბილიტაციის პროცესის სრულ დასრულებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

იმედი

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭუ ჟუნძი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჭუ ჟუნძი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს

ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს

იმედი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ კახა ლომსაძისა და ვასილ მანაგაძის საქმეებზე იმსჯელა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლომ კახა ლომსაძისა და ვასილ მანაგაძის საქმეებზე იმსჯელა

იმედი