მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა

იმედი|imedinews.ge

ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარების აღსანიშნავად გამართულ ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის პირველადი კერაა. ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიება, დაცვა, კვლევა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი უნიკალური, მათ შორის, ნუტრიციული თვისებების შესახებ ქართული ხორბლის კულტურის პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ხორბლის, როგორც ჩვენი ისტორიისა და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოჩენას და მის მიმართ ინტერესის ზრდას“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

ფესტივალის ფარგლებში ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული ხორბლის, ქერის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, ბეჭდური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალები, რომელიც აგრობიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს ეხება.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით. წარმოდგენილი იყო აგრეთვე ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები.

ფესტივალი „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ პურ-ცხობის უძველესი ტრადიციების პოპულარიზაციასა და ქართული ხორბლის კულტურის წარმოჩენას მიეძღვნა. ღონისძიება გაერთიანება „ქართული ხორბლის“ ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება

დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება

იმედი

დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა

დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა

იმედი

ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს

ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს

იმედი

ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა

ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა

იმედი