მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოსიაშვილი: მსოფლიომ ნახა, დანიაში როგორ დაერივნენ მომიტინგეებს - მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში უნდა მივუშვათ ყველაფერი და ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს ინსტიტუტები
სოსიაშვილი: მსოფლიომ ნახა, დანიაში როგორ დაერივნენ მომიტინგეებს - მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში უნდა მივუშვათ ყველაფერი და ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს ინსტიტუტები

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი დანიაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს გამოეხმაურა.

„დანიის სახელისუფლებო წრეებისგან ჩვენ გვახსოვს გაუთავებელი კრიტიკა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ციკლი, როდესაც საუბარი ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს და სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვას, სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებას.

გახსოვთ მაშინ, რა განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ახლა ჩვენი თვალით ვიხილეთ და არა მხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ, როგორ დაერივნენ მომიტინგეებს და პოლიციელებმა რაც გააკეთეს. მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში ჩვენ უნდა მივუშვათ ყველაფერი ასე, ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანა ქაოსში უნდა გაეხვას“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად. დანია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ შეფასებებს სისტემატურად გამოხატავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი