მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შეისყიდის
სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შეისყიდის

სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შეისყიდის

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პერსონალურ ამწეებს შეისყიდის.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე ირინე წაქაძესთან და ბენეფიციართა მშობლებთან ერთად, „საქართველოს ეტლების საწარმოში“ იმყოფებოდა, სადაც ადგილზე დაათვალიერა არსებული პროდუქცია და გაეცნო დამხმარე საშუალებების წარმოების პროცესს.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტების, ისე - მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას და გაამარტივებს მოვლის პროცესს.

შეხვედრაზე ბენეფიციარების მშობლებმა მინისტრს არსებული საჭიროებები გააცნეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია პროგრამების განვითარება პაციენტების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მსგავსი ინიციატივები მომავალშიც განხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი