მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ოლივიე კურტოს შეხვდა, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა.

„შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრა გულთბილ ვითარებაში წარიმართა. ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა. კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს და საფრანგეთის მთავრობას მილოცვისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. თავის მხრივ, სტუმარმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობას, მის სუვერენიტეტს და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაგრძელებას.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმარს საიუბილეო ჯვარი გადასცა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი