
სტივენ ჯერმი: ვდარდობ, რომ ძალიან ბევრი დასავლეთში რუსეთთან ომზე საუბრობს და ცოტა თუ ფიქრობს - ეს ომი როგორ წარიმართებოდა
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა, გადაცემაში „თბილისის დროით„ მის მიერ დაწერილ სტატიაზე, ევროპასა და რუსეთს შორის შესაძლო ომის თაობაზე ისაუბრა.
როგორც სტატიის ავტორმა აღნიშნა, ამ სტატიის მიზანი არ არის მტკიცება, რომ რუსეთსა და ევროპას შორის ომი დაიწყება. სტატიის მიზანია წარმოვიდგინოთ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ეს მოხდა.
„ეს არის თეორიული სცენარი. ვდარდობ, რომ ძალიან ბევრი დასავლეთში რუსეთთან ომზე საუბრობს და ცოტა თუ ფიქრობს - ეს ომი როგორ წარიმართებოდა. შესაძლო ომის პირველი სცენარი ასე წარმომიდგენია: დავუშვათ და არ დაელოდოს რუსეთი ევროპის საომარ მზადყოფნას 2030 წლისთვის, როგორც ამას თავად ევროპელები ამბობენ და უფრო ადრე ამოქმედდნენ რუსები . გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის მიმართულებით უკრაინიდან გერმანულ, ფრანგულ და ბრიტანულ რაკეტებს ისვრიან. წარმოვიდგინოთ, რომ რუსული მხარე სამიზნეში ამოიღებს ამ სამ სახელმწიფოში მდებარე სამხედრო საწარმოებს - საწარმოებს რომლებიც სამხედრო დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს აწარმოებენ. ფაქტია, რომ რუსული იერიშისგან თავდაცვა არ შეგვიძლია, ვგულისხმობ ჰიპერბგერით რაკეტებს, არც რუსული ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგოდ გვაქვს ბევრი შეიარაღება. ეს ჩამოთვლილი შეიარაღება კონვენციურია.
შემდეგ დგება მეხუთე მუხლის საკითხი, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამის შესახებ. მეხუთე მუხლის ამოქმედება არ ნიშნავს რომ თავდასხმა ერთზე, ყველაზე თავდასხმაა. მეხუთე მუხლი არ ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო გასცემს პასუხს თავდასხმას. ეჭვი მაქვს, რომ ნატოს წევრი ცოტა სახელმწიფო თუ გასცემს პასუხს რუსულ იერიშს. კრიტიკული მნიშვნელობის ამ თვალსაზრისით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია. მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციასთან ომს არ დაიწყებს. შესაბამისად ბერლინი, პარიზი, ლონდონი და კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო საკუთარი თავის იმედად დარჩება.
ჩემი სტატიის სცენარის ხათრით ჩავთვალოთ, რომ ეს სახელმწიფოები გადაწყვეტენ რუსული იერიშისთვის პასუხის გაცემას მეხუთე მუხლის ფარგლებში - მათ პასუხის გაცემა მხოლოდ საჰაერო, სამხედრო იერიშებით შეუძლიათ, ეს კი ევროპელებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ისინი დააზიანებენ რუსეთს, მაგრამ რუსეთს ამავე დროს საკმაოდ ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს ს 400 და ს 500 - ის სახით.
გასათვალისწინებელია ასევე, რომ მოსკოვი გამოიყენებს ჰიპერბგერით სარაკეტო შეიარაღებას, ასევე ბალისტიკურ სარაკეტო შეიარაღებას. ამ მიმართულებით კი ჩვენი თავდაცვა მაინცდამაინც ძლიერი არ არის. რუსული მხარე ამავე დროს ამ სცენარში არამარტო ევროპული მიწოდების ხაზებს დაარტყამს, არამედ ასევე ევროპის ეკონომიკურ ერთეულებსაც. ჩვენ დასავლეთში, ასეთი რუსული იერიშების წინაშე მოწყვლადი ვართ რამდენიმე მიზეზით რომელთაც შემდეგ განვმარტავ. შედეგად გვექნება უდიდესი ეკონომიკური დანაკარგები, ასევე ჩვენს ენერგო სექტორშიც. უკრაინა კარგი მაგალითია თუ რა სახის დაზიანებაზე ვსაუბრობ. გამომდინარე ამერიკული მიდგომიდან ამჟამად ევროპისა და ნატოს მიმართ, ადრე თუ გვიან მოგვიწევს მშვიდობის მოთხოვნა. ამ მომენტისთვის კი უკვე ძალიან დიდი ეკონომიკური სირთულეების წინაშე ვიქნებით. სწორედ ეს არის ჩემ მიერ მომზადებული სტატიის შინაარსი.
გასათვალისწინებელია რომ ეს არა წინასწამეტყველება, არამედ თეორიული სცენარია, რომლის მიზანიც არის ადამიანები დაფიქრდნენ, თუ რას ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ იერიშების გაძლიერება და შესაბამისი შედეგები რომელიც მოჰყვება ამას ევროპისთვის“, - აღნიშნა სტატიის ავტორმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge