მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა

იმედი|imedinews.ge

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, თბილისის მერი, სპორტის მინისტრი და ოლიმპიური ჩემპიონები.

5-კილომეტრიანმა მარათონმა, სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და ფინიშის ხაზი მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე გადაკვეთეს.

პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. სტუდენტურ ფესტივალში 20 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. გამარჯვებულის ტიტულს ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. დაჯილდოება 21 ივნისს, ფესტივალის გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე გაიმართება.

„სტუდენტები, სპორტსმენები ერთიანდებიან გარბენისთვის და კიდევ ერთხელ პოპულარიზაციას უწევენ მასობრივ სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მინდა მადლობა გადავიხადო ორგანიზატორებს, თბილისის მერიას. მომავალში ვაპირებთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში გავმართოთ ანალოგიური ღონისძიებები“, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

„2000-ზე მეტი მონაწილე გვყავდა გარბენის ფარგლებში. ბოლო წერტილშიც ბევრი მონაწილე ჩამოვიდა. პირველ 500 ადამიანს გადაეცა სიმბოლური პრიზები“, - აღნიშნა „სტუდ ფესტის“ ორგანიზატორმა თამარ საგანელიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში