მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სუამის გენერალური მდივანი ბოჭორიშვილს: ნება მომეცით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადმოგცეთ. თანამედროვე საქართველო შთამბეჭდავი ზრდითა და განვითარებით ხასიათდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რაც ქვეყანას რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად აქცევს
სუამის გენერალური მდივანი ბოჭორიშვილს: ნება მომეცით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადმოგცეთ. თანამედროვე საქართველო შთამბეჭდავი ზრდითა და განვითარებით ხასიათდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რაც ქვეყანას რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად აქცევს

იმედი|imedinews.ge

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის სამდივნოსა და ჩემი სახელით, ნება მომეცით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩემი გულწრფელი მილოცვა გადმოგცეთ პირადად თქვენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, - ნათქვამია სუამის გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, თანამედროვე საქართველო შთამბეჭდავი ზრდითა და განვითარებით ხასიათდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რაც ქვეყანას რეგიონის მნიშვნელოვან აქტორად აქცევს.

„ქვეყანა მედეგი აღმოჩნდა სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაშეც.

საქართველო საკვანძო როლს ასრულებს ინკლუზიური თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი ახალი რეგიონული გარემოს ჩამოყალიბებაში, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სრული პოტენციალის გამოვლენას.

ჩვენ უაღრესად ვაფასებთ საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის დამფუძნებელი წევრის აქტიურ და კონსტრუქციულ როლს - ორგანიზაციის, რომლის 20 წლის იუბილეც წელს აღინიშნება. დარწმუნებულნი ვართ, რომ გლობალურმა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ბუნებრივი ხიდის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. ასევე გვჯერა, რომ ჩვენს ორგანიზაციას შესწევს უნარი სრულად გამოიყენოს ჩვენი რეგიონის უპირატესობები და პოტენციალი წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობის დონის ამაღლებას.

ვუსურვებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სწრაფ აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ძვირფასო ქალბატონო მინისტრო,

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, რომელიც თქვენი ქვეყნის ინტერესების ხელშეწყობასა და დაცვაზეა ორიენტირებული. დაე, მშვიდობა და ერთიანობა სუფევდეს საქართველოში, ვიდრე ის თავის სანუკვარ ეროვნულ იდეალებს ესწრაფვის.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, - ნათქვამია წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი