მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სულხან თამაზაშვილი: პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები
სულხან თამაზაშვილი: პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები

სულხან თამაზაშვილი: პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა. სულხან თამაზაშვილმა მიმართვაში პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად სწორედ სამართალდამცველების თავდადებით შენდება და ძლიერდება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დღეს, რომელიც მხოლოდ პროფესიული თარიღი არ არის - პოლიციელის დღე არის ერთგულების, თავდადებისა და სიმამაცის სიმბოლო. დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მაქვს პატივი თქვენს წინაშე პირველად ვიდგე მინისტრის რანგში, თუმცა, უპირველეს ყოვლისა მე აქ ვდგავარ როგორც პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს ატარო პოლიციელის ფორმა. ვიცი, რამხელა თავგანწირვა და პასუხისმგებლობა დგას თითოეული პოლიციელის უკან. პოლიციელობა ნიშნავს სხვისი სიცოცხლე და უსაფრთხოება საკუთარ თავზე წინ დააყენო.

ქედს ვიხრი ჩვენი გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსახურს შესწირა. მათი სახელები და თავგანწირვა ყოველთვის დარჩება ჩვენი სახელმწიფოს ღირსებისა და ისტორიის ნაწილად. გთხოვთ, პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული პოლიციელების უკვდავ ხსოვნას. პოლიციელობა არ არის მხოლოდ პროფესია. ეს არის არჩევანი ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც იდგე იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდები. სწორედ ამიტომ, თქვენ უნდა ამაყობდეთ იმით, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად თქვენი თავდადებით შენდება და ძლიერდება“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება