მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა, ხანგრძლივმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ ფუტკრის ოჯახებისთვის განსაკუთრებით სტრესული გარემო შექმნა, რამაც გარკვეულწილად მათი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევებით, ინფექციური დაავადებები, კერძოდ, ამერიკული და ევროპული სიდამპლე არ დადასტურებულა.

არსებული მდგომარეობის მართვისა და ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს მოუწოდებს, განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები:

1. სკების სათანადო ვენტილაცია და თბოიზოლაციის გაუმჯობესება, განსაკუთრებით სუსტი ოჯახებისთვის, რათა სკაში, ბარტყის ზონაში შემცირდეს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა; 2. სკების გამოშრობა და, საჭიროების შემთხვევაში, თერმული დამუშავება; 3. ნოტიო და დაჩრდილული ადგილებიდან საფუტკრეების ხელსაყრელ გარემოში გადატანა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება; 4. სკების განთავსება მიწის ზედაპირიდან არანაკლებ 25–50 სმ სიმაღლეზე; 5. სუსტი ოჯახებიდან ზედმეტი ცარიელი ჩარჩოების ამოღება; 6. ფუტკრის დედის ჩანაცვლება ახალგაზრდა და პროდუქტიული დედით; 7. საკვები მარაგის და წყლის სისუფთავის მუდმივი კონტროლი; 8. ფუტკრის ოჯახების დროული და სისტემატური დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგოდ.

გაზაფხულის რთული კლიმატური პირობებით შექმნილი საკვების დეფიციტის გამო, რაც უარყოფითად მოქმედებს ფუტკრის შემდგომ განვითარებაზე, საჭიროა ფუტკრის ოჯახის უზრუნველყოფა დამატებითი ცილოვანი და ნახშირწყლოვანი საკვებით, ხოლო ფუტკრის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად რეკომენდებულია ბიოლოგიური პრეპარატების, მათ შორის, პრობიოტიკების გამოყენება.

სისტემატურად აკონტროლეთ ფუტკრის ოჯახები და ნებისმიერი დაავადების ან დაინვაზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს