მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას.

სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებაზე და იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც გამოწვევების საპასუხოდ მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ აქტიურად ტარდება აზიურ ფაროსანას მონიტორინგი და შეწამვლის სამუშაოები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა მეფუტკრეობის დარგში შექმნილ გამოწვევებზეც იმსჯელეს.

„დღევანდელი შეხვედრა არის კარგი პლატფორმა, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე და რისკებზე, რაც თან ახლავს ჭარბ ნალექს. კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება როგორც ფერმერებს, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს, მინიმუმამდე შეამცირონ რისკები“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.

ამ ეტაპზე საქართველოში აღინიშნება ნალექების არათანაბარი პიკური განაწილება, როდესაც ჭარბ ნალექებს ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი მოჰყვება. აღნიშნული კლიმატური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მცენარეთა სხვადასხვა დაავადების გავრცელებისთვის და არაერთი კულტურის (თხილი, ვაზი, მარცვლოვნები) მოსავლიანობას უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ფერმერების ჩართულობა და შესაბამისი ღონისძიებების დროულად ჩატარება უმნიშვნელოვანესია.

მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს და შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ფერმერებს, სწორად და დროულად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი რისკები.

კონფერენციას ფერმერები, დარგობრივი ასოციაციები, სამეცნიერო წრეებისა და სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8 პროცენტით გაიზარდა

იმედი