
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანი რომ დაწინაურდეს, ყველაფერზე უნდა უქნიოს მიშას თავი. მიშას წინააღმდეგ თუ წავიდა, ის წინ ვერ წავა
„ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაში დაპირისპირება გრძელდება. თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს, ამავდროულად კი აღიარებს, რომ ოპოზიციაში ავტოკრატიაა. ანი წითლიძე სააკაშვილს იცავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას კი მწვავედ აფასებს „გირჩი“.
„ჩვენ ოპოზიციურ ველზე ავტოკრატია გვჭამდა, ხომ? ახლა ჩვენ ოპოზიციური ავტოკრატიის კონვულსიებს ვუყურებთ, რომელიც ირეცხება არა იმიტომ, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ჩარეცხა, არამედ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ჩარეცხა მაგ ტიპის პოლიტიკა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანი რომ დაწინაურდეს, ყველაფერზე უნდა უქნიოს მიშას თავი. მიშას წინააღმდეგ თუ წავიდა, ის წინ ვერ წავა. როგორ უნდა განვითარდეს ეგ პარტია?“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
ანი წითლიძის თქმით, კი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილმა არასოდეს უხელმძღვანელიათ პირადი ინტერესებით.
„ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილისა ყოფილი მონებისა და ლილიპუტების გაერთიანებაა. როცა მოუნდება, მას შეუძლია, ჩაძიროს ეს ხალხი ან ჩაძიროს“, - ამბობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

