მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში მეზღვაურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუ 2012 წელს 8000 მეზღვაური გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 21 000-ს სცდება
თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში მეზღვაურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუ 2012 წელს 8000 მეზღვაური გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 21 000-ს სცდება

თამარ იოსელიანი: 2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში მეზღვაურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუ 2012 წელს 8000 მეზღვაური გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 21 000-ს სცდება

იმედი|imedinews.ge

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ზოგადად საზღვაო სფეროსთვის, აღვნიშნავთ იმ პროფესიის ადამიანების ღვაწლსა და დამსახურებას, რომლებიც არიან მამაცები და ცურავენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თამარ იოსელიანის თქმით, ქართველი მეზღვაურები ნამდვილად საამაყო პროფესიის წარმომადგენლები არიან და სახელმწიფო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს აღნიშნულ სფეროს, განსაკუთრებით მეზღვაურთა განათლებასა და სერტიფიცირებას.

„2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში მეზღვაურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2012 წელს 8000 მეზღვაური გვყავდა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 21 000-ს სცდება. მეზღვაურის პროფესია არის ძალიან მოთხოვნადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი დაფასება და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი დღე იყო ზოგადად საზღვაო სფეროსთვის. 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფომ მსხვილი ინვესტიციები განახორციელა საზღვაო განათლებასა და სერტიფიცირებაში. 30 მილიონ ლარზე მეტი იქნა ინვესტირებული და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მეზღვაურის პროფესია კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის გახსნით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც ხელს უწყობს როგორც სასწავლებლის განვითარებას, ისე მთლიანად დარგის წინსვლას.

„მოგეხსენებათ, საზღვაო სფერო საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. დღეს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო, რაც ხელს უწყობს დარგის დინამიკურ წინსვლას. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში ბევრად მეტი მეზღვაური გვეყოლება და კიდევ უფრო ძლიერ საზღვაო სექტორს მივიღებთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი