მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს
თამარ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს

თამარ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სესიაში სახელწოდებით: „საზღვაო გზებიდან ინტეგრირებულ სატრანსპორტო დერეფნებამდე“ სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაგეგმილ მასშტაბურ ინვესტიციებზე.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ისტორიულად ყოველთვის ასრულებდა ცივილიზაციების, კულტურებისა და ბაზრების დამაკავშირებელი ხიდის როლს. დღეს ჩვენ ამ გეოგრაფიულ უპირატესობას გარდავქმნით თანამედროვე, საიმედო და მაღალკონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რეგიონულ თანამშრომლობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, 2032 წლისთვის საქართველო დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების განვითარებას.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომლის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს, 2029 წლისთვის კი, როდესაც პორტის განვითარების პირველი ფაზა დასრულდება, მისი გამტარუნარიანობა მინიმუმ 600,000 TEU იქნება და ქვეყანას Panamax-ის კლასის დიდი გემების მიღების შესაძლებლობა ექნება.

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რომლის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

თურქეთის საზღვაო სამიტში ასევე მონაწილეობა მიიღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება

პრემიერი: ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ, შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს, თუმცა აქაც ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი