მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
თამარ იოსელიანი: საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

თამარ იოსელიანი: საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

იმედი|imedinews.ge

„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ქვეყნის 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმას, რომ იყოს ინკლუზიური მიდგომა და ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.

„სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საბოლოო ჯამში ეროვნული სტრატეგია იქნება პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი. სწორედ აღნიშნული ეროვნული სტრატეგიის დანერგვა და აღსრულება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შევქმნათ უსაფრთხო საგზაო გარემო, მნიშვნელოვნად შევამციროთ საგზაო შემთხვევები და მათგან გამომდინარე მძიმე შედეგები“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები განიხილეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი