მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამაზ ბორაშვილი: ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება და ეროვნული ინტერესები
თამაზ ბორაშვილი: ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება და ეროვნული ინტერესები

იმედი|imedinews.ge

მსურს, გაგაცნოთ საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ჩემი სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემთხვევაში, -განაცხადა სუს-ის უფროსობის კანდიდატმა თამაზ ბორაშვილმა სიტყვის გამოსვლისას.

ბორაშვილის თქმით, მისი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ.

„პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება და ეროვნული ინტერესები.

ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო კი ზრდის საქართველოს მიმზიდველობას არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ოკუპირებულ რეგიონებში, რაც აუცილებლად აისახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესებზე.

საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი.

სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი ახალი მექანიზმების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესებისკენ, რომლებიც, შესაძლებლობის ფარგლებში, საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები.

მანდატის ფარგლებში, გაგრძელდება სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, ასევე, თანამშრომლობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM).

ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ინტენსიური ზეწოლა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. მათ შორის, სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა.

შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას პროპაგანდისტული კამპანიების, ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი სხვა ქმედებების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.

ამასთან, საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია რჩება სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად, მათ შორის რეგიონზე გამავალი და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების გამო.

აქედან გამომდინარე, მაღალია ზოგიერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების დაინტერესება საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო, თუ ოპერატიულ ღონისძიებებს.

ამ მიმართულებით, მზარდი გამოწვევების ფონზე, პრიორიტეტად მიმაჩნია მუშაობის გააქტიურება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ჩემ მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას.

კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურის საქმიანობისა და მათი პრიორიტეტების გამოვლენასთან ერთად, აქცენტი გაკეთდება მათ მიერ წარმოებული აქტიური ღონისძიებების, მათ შორის საქართველოში სეპარატიზმისა და ნაციონალიზმის, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებების მცდელობების აღკვეთაზე“, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამაზ ბორაშვილი: მიმდინარე წელს „სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა და მიღებული აკრედიტაციის საფუძველზე, პირველად განახორციელებს „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამას

თამაზ ბორაშვილი: მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია მიგრაციის არხების მონიტორინგი, რაც მათ შორის გულისხმობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების შესაძლო კავშირში მყოფი პირების გამოვლენას

„შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო

„შემოქმედებითი თბილისის“ პირველ ეტაპზე საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო

იმედი

Meta და Nvidia ხელოვნური ინტელექტის კოორდინირებული შენელების წინააღმდეგ გამოდიან

Meta და Nvidia ხელოვნური ინტელექტის კოორდინირებული შენელების წინააღმდეგ გამოდიან

იმედი