მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს
თამთა მეგრელიშვილი: საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის შემთხვევა როცა სამართლებრივ სიმკაცრეზე მაღლა ადამიანური ფაქტორი დგება და მიზანი- ადამიანი საზოგადოებაში დროულად და ღირსეულად დაბრუნდეს გამართლებულია.

„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირის შეწყალება, სამართლებრივი თვალსაზრისით ერთგვარი აღდგენითი სამართლებრივი აქტია, რომლის გამოყენების წინაპირობასაც დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ ჩადენილი ქმედების გააზრება, გამოვლენილი სინანული და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვა ქმნის. პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლების გამოყენება არის მაგალითი იმისა, რომ კანონი არ სჯის, კანონი იცავს. პირის შეწყალება არის ჰუმანურობის გამოვლინება რომლის მთავარი მიზანი კანონის დაცვასთან ერთად დანაშაულის ჩამდენი პირის გარდაქმნა და მისი რესოციალიზაციაა. პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება არის შემთხვევა როცა სამართლებრივ სიმკაცრეზე მაღლა ადამიანური ფაქტორი დგება და მიზანი- ადამიანი საზოგადოებაში დროულად და ღირსეულად დაბრუნდეს გამართლებულია. შეწყალების ინსტიტუტი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი სმართლებრივი ნაბიჯია თუ მის წინაპირობას დანაშაულის ჩამდენი პირის განწყობა ქმნის. ვფიქრობ შეწყალებული პირებისგან მაგალითი უნდა აიღონ იმ ადამიანებმაც რომლებიც ქუჩის პროცესების დროს სახელმწიფოს წინააღმდრგ იარაღად იყვნენ გამოყენებულნი და პატრიოტიზმის სახელით ჩადენილი ამგვარი უკანონობა აღარ უნდა ჩაიდინონ და დაუშვან.”- წერს მეგრელიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

იმედი

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

Euronews: დაცულია თუ არა ბალტიისპირეთი? მოსკოვში CIA-ს დირექტორის ვიზიტმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი

იმედი

პირი, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

პირი, რომელმაც ავლაბარში მამაკაცი მოკლა, იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

იმედი

„სრულიად მიუღებელია, რომ ელჩი მთავრობის წევრის მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ ენას იყენებდეს“ - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს დასცინა