მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.

მეგრელიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფოსა და პაციენტების ოჯახებს შორის სწორი დიალოგი, რისკების შეფასება და პასუხისმგებლობების გაზიარება მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის შეძენაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს - „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.

მიღებული გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმისა, რომ დღის წესრიგში არსებული საკითხი, მისი შინაარსისა და სიმძიმის მიუხედავად, სწორი დიალოგის, რისკების შეფასებისა და პასუხისმგებლობებზე შეთანხმების პირობებში შედეგს იძლევა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში ორმხრივი მუშაობა, კერძოდ, მშობლებსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაგრძელება არის გზა, რომელიც ამ პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების მიმართ, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურის გაკეთების შესაძლებლობას ხსნის.

მადლობა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე პირების დასახმარებლად მიღებული ზომებისთვის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Financial Times: აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო

იმედი

CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო

ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება