მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი

„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი|imedinews.ge

„ქრონიკა“ დაუკავშირდა იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. როგორც ირაკლი დუდაშვილმა აღნიშნა, ის მოატყუეს და უთხრეს, რომ ტექნიკა კონცერტისთვის სჭირდებოდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი დაუკავშირდა.

„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ, რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, მე ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტივით უნდა ჩატარებულიყო.

სიტუაცია ასე იყო, რომ მე გაგარიდებ ამ ხალხსო, 2-3 კილომეტრია გასავლელი, აქვე, მანქანაზე დარჩება დინამიკებიო და 2-3 საათის მერე წამოვალთ უპრობლემოდო. რომ შევედი მანქანით, უკან გასასვლელი გზა ჩაიკეტა და მოვხვდი ხალხში“, - განაცხადა დუდაშვილმა.

ამასთან, მან „ქრონიკას“ უთხრა, რომ თანხის აღებაზე, რომელიც მისთვის შეგროვდა, უარი განაცხადა:

„არ ვიცოდი რომ თანხას აგროვებდნენ, დავურეკე და ვუთხარი, არ მინდა-მეთქი“.

ოპოზიციამ დაადასტურა, რომ დაწერილ გეგმას მიჰყვება. ჩეხი კონსულტანტის გზამკვლევი მედიამ აქციის დაწყებამდე გაასაჯაროვა, შეკრების ორგანიზატორებმა კი მითითებები ზედმიწევნით შეასრულეს და ნაწილმა ისიც აღნიშნა, რომ ეს დავალებული ჰქონდა.

მოტყუებული მძღოლის კომენტარი, სოც. ქსელში აქტივობისა და ფინანსური დახმარების მოწოდებები - ვრცლად მეგი ნარსავიძის რეპორტაჟში:

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი