მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერი სანამაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია და წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა
თბილისის მერი სანამაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია და წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის მერი სანამაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია და წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის მონაწილე სტუდენტების ოჯახს ეწვია.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სანამაშვილების ხუთშვილიანი ოჯახიდან პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სამი სტუდენტი, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით არაერთხელ ისარგებლეს.

კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე თბილისის მერიის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, საჭიროებების მიხედვით, ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო, 2026 წლის შემოდგომიდან სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლა უფასო ხდება. ამიტომ, ჩვენ თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას მოდიფიცირებას გავუკეთებთ და რეფორმასთან ადაპტაციას მოვახდენთ - 1 000 ლარამდე გავზრდით სტიპენდიას, რათა კიდევ უფრო წავახალისოთ წარჩინებული სტუდენტები. ახალგაზრდების როლი ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მომავალი თქვენია. ყველაფერი, რაც კეთდება, მომავალი თაობებისთვის კეთდება. პრემიერმაც ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სწორედ ამას გაუსვა ხაზი, რომ მომავალში ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ ახალი ხედვით, ახალი იდეებით, პატრიოტიზმით. რაც შეგვეძლება, მომავალშიც დაგეხმარებით. ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სტიმულირება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

წარჩინებულმა სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტუდენტურ ცხოვრებაში სახელმწიფოს თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის უფრო მეტი მოტივაციაა ის ფაქტი, რომ აქტივობები, რომელსაც გვთავაზობს სახელმწიფო, სტუნდეტურ ცხოვრებას უფრო მეტად ამარტივებს და საინტერესოს ხდის. ჩვენთვის ეს მეტად დასამახსოვრებელი წლები იქნება, რისთვისაც მადლობას გიხდით“, - განაცხადა თინათინ სანამაშვილმა.

თბილისის მერია სწავლას მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს უფინანსებს, დაფინანსების ოდენობა კი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. 2022-2026 წლებში მუნიციპალიტეტისგან 3 250-ზე მეტმა მრავალშვილიანმა და შშმ სტუდენტმა მიიღო მხარდაჭერა, 2018-2026 წლებში კი დაფინანსდა 20 000-მდე სოცდაუცველი სტუდენტი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის შემოდგომის სემესტრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ხდება უფასო, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის მერიის პროგრამა ადაპტირდება და განსხვავებული ფორმატით განაგრძობს სტუდენტთა მხარდაჭერას. კერძოდ, გაიზრდება წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია (562,5 ლარის ნაცვლად გახდება 1 000 ლარი) და შეიქმნება ახალი პროგრამა „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისათვის“, რომელიც გულისხმობს იმ ახალგაზრდა მკვლევრების დაფინანსებას, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციურ იდეებზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება.

მილევად რეჟიმში გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაც, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სანამაშვილების ოჯახში კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა

ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა

იმედი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და მარკეტინგულ აქტივობები განიხილეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და მარკეტინგულ აქტივობები განიხილეს

იმედი

გერმანიაში ნეონაცისტი ტრანსგენდერი ქალი სასჯელს კაცთა ციხეში მოიხდის

გერმანიაში ნეონაცისტი ტრანსგენდერი ქალი სასჯელს კაცთა ციხეში მოიხდის

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს, მათ შორის, მიგრაციის ეფექტიან მართვას

ვახტანგ ცინცაძე: შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს, მათ შორის, მიგრაციის ეფექტიან მართვას

იმედი