მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერი სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც მერმა აღნიშნა, არსებული მდგომარეობით, დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს.

„სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ, პროექტი გაკეთებულია. მიმდინარეობს ხარაჩოების მოწყობა, რის შემდეგაც უშუალოდ სამუშაოების განხორციელება დაიწყება. პრობლემა აქვს ტაძრის სახურავს, ასევე, დაზიანებულია სამრეკლოც. ყველაფერი მოწესრიგდება. ის გამოწვევები, რაც გვაქვს დღეს, რომ წყალი ჩამოდის და ფრესკებს აზიანებს, სრულად მოგვარდება. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს, ჩართულნი არიან საპატრიარქოს შესაბამისი წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები. სიონის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა და ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს.

დღესვე მერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საფლავს პატივი მიაგო. მერთან ერთად ადგილზე საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

იმედი

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

იმედი

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი