მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ მორალური ზიანის მიყენების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა

იმედი|imedinews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ტელეკომპანიას დაევალა მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების საკუთარი ტელეეთერით უარყოფა.

„სრულად დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი. სიცრუე, ბოროტი ცილისწამება, რომელიც გავრცელებული იყო, მთლიანად იყო უარყოფილი. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ხშირ შემთხვევაში ეს არის მკვლელობის ტოლფასი, როდესაც ადამიანს ასე სწამებ ცილს, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავი დაიცვას. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ეს იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ჭკუა ისწავლონ. იმ თანხას, რომელიც გამოყვეს, ჩავდებ ფონდში, რომელიც უნდა დავაარსოთ და რომელიც მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს“, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დაცვის მხარე.

„ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ სტრასბურგის პერსპექტივითაც. დაველოდებით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ შევაფასებთ, თუმცა, ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით მიღებულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა „ფორმულას“ იურისტმა ეთო ქათამაძემ.

გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ ცილისწამებაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტები დეზინფორმაციულია და არა მარტო პირადად მისი, არამედ სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ივლისში, თბილისის ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 13.3%-ით გაიზარდა - ColliersBM.GE
  • თბილისის ზღვაში 6-დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
თბილისის →სასამართლომ →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად

დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიის ათასწლოვანი პოზიცია გაახმოვანა, ისეთი ისტერიული კრიტიკა მოჰყვა, თითქოს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის მკურნალობის აკრძალვას ითხოვდნენ. ეს არის ან სრული უმეცრება, ან ცინიკური ფარისევლობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაღდათში სტიქიის ზონაში იმყოფება

იმედი

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

ლევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული

იმედი