მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების კონფერენცია და სამუშაო შეხვედრები იმართება
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების კონფერენცია და სამუშაო შეხვედრები იმართება

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების კონფერენცია და სამუშაო შეხვედრები იმართება

იმედი|imedinews.ge

თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (UITP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგატს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მასპინძლობს.

სასტუმრო „შერატონ მეტეხ პალასში“ კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა.

„თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 2023 წლიდან არის. აქტიურად ვართ ჩართულები სამუშაო პროცესში და ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვაში, როგორებიცაა ⁠ავტობუსების ქსელის დაგეგმვა, ქუჩების მულტიმოდალური პრინციპით მოწყობა და სხვა. მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილების გაზიარება გვეხმარება დღეს არსებული პრობლემების გადაჭრაში იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ უფრო კომფორტული და სწრაფი“, - აღნიშნა ნინო ბაგაშვილმა.

ასევე, დედაქალაქის მერიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი ორგანოების კომიტეტის რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები დიდი დიღმის ავტობაზას, თბილისის მეტროს დეპოს და მთაწმინდის საბაგიროს დაათვალიერებენ, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად  და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ხელწერა

ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ხელწერა

იმედი

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

იმედი

საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს

საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს

იმედი

ნინო წილოსანი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: თითქოს ნორმად აქციეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ ათას სიცრუესა და სიბინძურეს ავრცელებენ, თან მათ სტილში, სასაცილოდ და უგემოვნოდ დადგმული სცენებით