
თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი მესამედ ჩატარდა
იმედი|imedinews.ge
თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი მესამედ ჩატარდა.
გამარჯვებულ გუნდს პროტოტიპის შემდგომი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის სააგენტოსგან 10 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. ჰაკათონში მონაწილეობა 19 გუნდმა მიიღო.
თელავის ტექნოპარკის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიასა და სამუშაო სივრცეში მონაწილეები 36 საათის განმავლობაში მუშაობდნენ სტუმარმასპინძლობისა და სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და პროტოტიპების შექმნაზე. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კახეთის რეგიონში არსებული სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთაც რჩეულ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge