მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

იმედი|imedinews.ge

თელავში, სტიქიიდან მესამე დღეს, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მძიმე ტექნიკა 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. თელავის ხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება, ხოლო კავკასიონის ქუჩიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამ დრომდე ქვა-ღორღი გააქვთ. საგანგებო და ოპერატიული სამუშაოების შედეგად, ქალაქისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღუდგა. ელექტროენერგია თელავის თითქმის ყველა ქუჩას მიეწოდება. გამონაკლისია კავკასიონის ქუჩა, სადაც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აბონენტებს დენი შეფერხებით მიეწოდებათ.

გუშინ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალაც აქტიურად ჩაერთო. დასუფთავების პროცესს შეუერთდნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ასევე კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და მერიების თანამშრომლები და ხელმძღვანელები.

„გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება, სერვისების მიწოდებას, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია მოსახლეობისთვის. კავკასიონის ქუჩაზე ელექტროენერგიის შეზღუდვა იწყება მაშინ, როდესაც მძიმე ტექნიკა იწყებს მუშაობას. მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. წყალმომარაგების კუთხით კი აქტიურად მუშაობს კომპანია, იმისთვის, რომ რამდენიმე დაზიანებული მონაკვეთი ეფექტურად აღადგინოს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება

იმედი

უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს

იმედი

პარიზთან ფონტებლოს ტყის ხანძრის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

პარიზთან ფონტებლოს ტყის ხანძრის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

იმედი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

იმედი