
თენგიზ შარმანაშვილი: არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.
დეპუტატი ჩერგოლეიშვილს ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ მისი ტყუილი მხოლოდ 24 საათს გაგრძელდა.
„ეს კამპანია ემსახურება იმას, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ბატონმა ბიძინამ, აუცილებლად უნდა „გააშავონ“. ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული პატრონებისგან. ის როდესაც ასეთი ტიპის ნაბიჯებს დგამს [ქველმოქმედებას] და აბასთუმანშიც გადადგა, არგუმენტები რომ არ აქვთ [ოპოზიციას], რაღაც ტყუილს ურევენ. იმას კი აღარ უკვირდებიან, რომ ეს ტყუილი 24-საათიანია მაქსიმუმ. ვინ შეარჩენთ ახლა ამ ტყუილს?! საპირისპირო არგუმენტებს აჩვენებენ და საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ ეს მორიგი ტყუილი გასაშავებელი კამპანიისთვის არის გაკეთებული.
არცერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ იქ [აბასთუმანში] ინფრასტრუქტურა გაეუმჯობესებინა. ვინ უშლიდათ?! ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] გააკეთა ეს ყველაფერი - დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გაკეთება დაიწყო თავიდან თავისი ინვესტიციებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge