მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი: ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლო-ბოლო მიდის ძალადობამდე. ამას უნდა მიხედვა
თენგიზ შარმანაშვილი: ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლო-ბოლო მიდის ძალადობამდე. ამას უნდა მიხედვა

თენგიზ შარმანაშვილი: ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლო-ბოლო მიდის ძალადობამდე. ამას უნდა მიხედვა

იმედი|imedinews.ge

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა ძალადობას იწვევს.

„კანონმდებლობაში ცვლილება არ შესულა, ანუ გადაცდომა იქნება თუ დანაშაული, რეგულაციები იგივე რჩება, რაც ამ წუთას არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შიგნით მოხდეს რეორგანიზაცია რაღაც ნაწილში, რათა აღსრულება უფრო ეფექტიანი იყოს. ამოცანა არის ერთი - ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლო-ბოლო მიდის ძალადობამდე. ამას მარტო საქართველოში არ ვხვდებით. ნახეთ, რომ ამ სიძულვილის ენიდან გამომდინარე რამდენიმე გახმაურებული მკვლელობაც კი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც. ასე რომ, ამას იმთავითვე უნდა მიხედვა“, - მიიჩნევს შარმანაშვილი.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ 18 მაისს განაცხადა. დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება, სისტემურად იმუშავებს იმისათვის, რათა რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტიანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში