მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე: ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია
თენგიზ შარმანაშვილი ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე: ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია

იმედი|imedinews.ge

ეს არის კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი პროცესი, რომელშიც ერთი და იგივე ადამიანებს მიუძღვით წვლილი. მათ აღებინებენ ამაში მონაწილეობას ისეთი ტიპის ადამიანები, როგორიც ჯო უილსონია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ეუთოში მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ჯო უილსონი ხან ამ საპარლამენტო ასამბლეაში წამოყოფს თავს, შემდეგ შეიძლება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ამავე ტიპის რეზოლუციის სპონსორად მოგვევლინოს, შემდეგ საკუთარი ქვეყნის კონგრესში და ა.შ.

„ეს არის კარგად ორგანიზებული მანქანა, რომელიც ჩართულია და მოქმედებს. როდესაც ეს მანქანა დაქოქილია და მუშაობს, სანამ ვინმე ისევ ამ წრიდან არ ეტყვის, რომ შეჩერდნენ, ისევ იმოქმედებს. უზარმაზარი თანხები იხარჯება იმაში, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები იყვნენ პროქსი ქვეყნები, მიაღებინონ მონაწილეობა სხვადასხვა დესტრუქციულ ქმედებებში თავისი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად და რა მოუვა საქართველოს ამ ინტერესების გატარების პროცესში, ამას მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ დაფინანსებას გამართლება უნდა, ამიტომ დროდადრო უნდა წარმოაჩინონ სხვადასხვა რეზოლუციაში ამ ადამიანებმა, რომ ეს თემა ისევ აქტუალურია და ეს საკითხები ისევ უნდა დაფინანსდეს.

ისინი წარმოაჩენენ საკითხს, რომ ეს ზეწოლა თუ ხანგრძლივი იქნება, საქართველოს ხელისუფლება გატყდება, ბრძოლისუნარიანობას დაკარგავს და იქნებ რამე შედეგი გამოიღოს. ვინც ამაში ფულს ხარჯავს მათ მოაჩვენებენ ასე, რომ თუ ეს ინტენსიური იქნება და არ შეასუსტებენ ამ ზეწოლას, შედეგს მიიღებენ. ყოველ წელს რწმუნდებიან, რომ ამას შედეგი არ ექნება, არც იმ საქმისთვის გამოდგება, რისთვისაც მათ სჭირდებათ და ვერც რეალურ სურათს შექმნიან საქართველოში ასეთი ტიპის დესტრუქციული ქმედებებით და რეზოლუციებით“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა

რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა

იმედი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი