მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: გარედან მიღებული დავალების მიუხედავად თავს ვერ იკავებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ეს პიროვნული ზიზღი საჯაროდ არ გამოხატონ
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: გარედან მიღებული დავალების მიუხედავად თავს ვერ იკავებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ეს პიროვნული ზიზღი საჯაროდ არ გამოხატონ

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: გარედან მიღებული დავალების მიუხედავად თავს ვერ იკავებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ეს პიროვნული ზიზღი საჯაროდ არ გამოხატონ

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, გარედან მიღებული დავალების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიციის გაერთიანების წევრები თავს ვერ იკავებენ, რომ ერთმანეთის მიმართ პიროვნული ზიზღი საჯაროდ არ გამოხატონ.

„ოპოზიციას ძალიან დიდი შიდა დაუძლეველი პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათმა პატრონებმა ეს სრულიად ურთიერთშეუთავსებადი ხალხი ერთად შეკრიბა და უბრძანა იქიდან, რომ ახლა ერთად უნდა დასხდეთ და ალიანსი გააკეთოთო, თავსაც კი ვერ იკავებენ, მიუხედავად ამ დავალებისა, რომ ეს პიროვნული ზიზღი ერთმანეთის მიმართ არ გამოხატონ საჯაროდ. თუ ეს ალიანსია და პოლიტიკურ თანამშრომლობას აპირებენ, ხომ ლოგიკური იქნებოდა, რომ შიდა დიალოგი გაემართათ ამ თემებზე, არა პირდაპირ გადავიდნენ ურთიერთშეურაცხყოფაზე. ნამდვილად გეუბნებით, რომ უზრდელობის უკიდურესი ფორმითაც კი გამოუხატავთ მათ საჯარო სივრცეში, ასევე სოციალურ მედიაში ეს. ჩვენს არცერთ წარმომადგენელს თავისი ოპონენტებისათვის ასეთი ფრაზეოლოგია არ უკადრებია და არც მომავალში აკადრებს. ამაზეც კი მიდიან, ამდენად შეუთავსებელი ადამიანები არიან", - აღნიშნა შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი