მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, თავსმოხვეული პოლიტიკისგან
თენგიზ შარმანაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, თავსმოხვეული პოლიტიკისგან

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, ძლიერი ქვეყნების თავსმოხვეული პოლიტიკისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია ეუთო, რომელმაც სახე დაკარგა.

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, იგივე ბედს იზიარებენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

„ეუთოს, როდესაც შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს, მაშინაც ჰქონდა დანიშნულება, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპაში ომის საშიშროება არასდროს არ ყოფილიყო. საბჭოთა კავშირიც კი ჩაითრიეს ამ საქმიანობაში. მოაწერინეს საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელი, რომ არ გამეორდებოდა საომარი ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში. ამ პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაცია ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას მაშინაც კი, როდესაც საბჭოთა კავშირი, ეს მთავარი ოპონენტი დასავლური სამყაროსი აღარ არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს რუსეთი მაგრამ ის ისეთივე ძლიერი და ისეთივე საფრთხის შემცველი არ არის, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. აი, ამ ორგანიზაციის სახეც კი აქამდე დაეცა.

რეზოლუციას იღებენ, სადაც ყალბი ნარატივია. არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი, არც ერთი პლატფორმა თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სადაც შენს არგუმენტებს მოისმენენ. საერთოდ არც ერთ არგუმენტს არ ისმენენ, არც დასაბუთებულად აბათილებენ. სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირის, რომელიც ჩამოსული იყო ორი წლის წინ საქართველოში ჩვენი არჩევნების დასაკვირვებლად, აი, იმისი დასკვნაც კი გააყალბეს. ამბობენ, რომ თითქოს იქ წერია, რომ ისეთი დონის გაყალბებები იყო არჩევნებში, რომ ის ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება. არადა მსგავსი არაფერი ყოფილა. ასეთ დონეზე დაეცა თუნდაც ეს ორგანიზაცია. იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს არის საერთო ტენდენცია იმის, რომ ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია.

რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, ძლიერი ქვეყნების თავსმოხვეული პოლიტიკისგან. რა თქმა უნდა ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავისი მანდატით დაწესებულ მოვალეობებს ასრულებდნენ ღირსეულად, სრულმასშტაბიანად. მაგრამ როგორც ჩანს, უკვე იმდენად მოიშალა ეს ყველაფერი თუ არ მოხდა მისი გადაფორმატება გლობალურად, რა თქმა უნდა ისინი დარჩება ბუტაფორიულ ორგანიზაციებად, როგორც ახლა არიან და ვერც მშვიდობის საქმეს და ვერც განვითარების საქმეს ვერ შეძლებენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: გარკვეული ინტერესი გვაქვს უკრაინის მიმართ, რადგან იქ გვაქვს მიწა, ასევე სასარგებლო წიაღისეული - ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, იშვიათი ლითონების მარაგით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

Transelectrica-ს კორპორაციული ფინანსური დირექტორი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტზე: პროექტი მნიშვნელოვანია რუმინეთისთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია მთლიანად ევროპისთვის, როგორც მწვანე ენერგიის საბოლოო მომხმარებლისთვის

ტრამპი: პუტინს სურს, რომ ომი დასრულდეს

ტრამპი: პუტინს სურს, რომ ომი დასრულდეს

იმედი

მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

მიხეილ ყაველაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

იმედი