მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე: პროცესიდან გაქცევა ჩვენი წესი არ არის, მათი წესია. არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და პარლამენტიდან გაიქცნენ, კიდევ რაღაც არ მოეწონათ და არ გველაპარაკებიან. ეს მათი სტილია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, რაც ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე: პროცესიდან გაქცევა ჩვენი წესი არ არის, მათი წესია. არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და პარლამენტიდან გაიქცნენ, კიდევ რაღაც არ მოეწონათ და არ გველაპარაკებიან. ეს მათი სტილია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, რაც ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, რაც ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც ნებაყოფლობით წევრიანდება სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში, - ასე ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპონენტების სპეკულაციებს, თითქოს მარტა კოსის განცხადებაზე ხელისუფლების მწვავე რეაქცია იმის წინაპირობაა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის უკან გამოწვევას აპირებს.

როგორც „დღის ქრონიკასთან“ თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, პროცესებიდან გაქცევა რადიკალების ხელწერაა, საქართველოს ხელისუფლება კი იბრძოლებს სამართლიანობისთვის.

„პროცესიდან გაქცევა ჩვენი წესი არ არის, ეს მათი წესია. არ მოეწონათ საპარლამენტო არჩევნების შედეგები და პარლამენტიდან გაიქცნენ და არ შემოვიდნენ. კიდევ რაღაც არ მოეწონათ, არ გველაპარაკებიან. მერე ქართველ ხალხს არ ელაპარაკებიან, ეს მათი სტილია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ და ასე არ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი უფლებების დასაცავად, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე. შეიძლება ამას რაღაც დრო დასჭირდეს, შეიძლება გართულდეს. იმის იმედიც გვაქვს, რომ მარტო არ ვიქნებით უფლებებისთვის ბრძოლაში, სხვებიც აიმაღლებენ ხმას და იტყვიან, რომ სუვერენიტეტის შემლახავი რეგულაციების მიღებას არ დავეთანხმებით და შევეცდებით მათ გადახედონ ამ თავის შეხედულებებს.

ეს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და ძალიან კარგია, რომ არ არის. თუ გავჩუმდებით და უხმოდ ვიქნებით, ისე მიიღებენ, რომ აღარც არაფერს გვკითხავენ არავის. ჩვენი კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს, რა არის სუვერენიტეტი. რომ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. მაშინ ვინც ჩვენი ოპონენტები არიან, თქვან, რომ უარს ვამბობთ კონსტიტუციის ამ მუხლზე. ამბობენ უარს? ისინი მიჩვეულები არიან ზოგადად დეკლარირებას. მაშინ თქვან, რომ ჩვენი ხელისუფლება არასწორად იქცევა, მათ თვალები უნდა დახუჭონ და უარი უნდა თქვან, რომ საქართველოს პარლამენტმა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო ძირითადი მიმართულებები. ანუ ხმის უფლებაც არ დავიტოვოთ და მერე ვთქვათ, რომ კონსტიტუციის მიმდევრები ვართ?! იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ საერთაშორისო შეთანხმებებს შიდა კანონმდებლობაზე აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ჩვენს მოქმედ კონსტიტუციას. ეს არის აქ მთავარი. ამაზე ვამბობთ უარს?!

მათ [ოპოზიცია] არანაირი განცდა არ აქვთ იმისა, რომ ეს არის შენი ქვეყანა, სუვერენიტეტი აქვს და მას დაცვა სჭირდება. ის გამონათქვამი „ცალ ფეხზე ვიდგებითო“ ტყუილად არ უთქვამთ, რაც შინაგანად ჰქონდათ, ის წარმოთქვეს. ჩვენ ასე არ ვიქნებით, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, რაც ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც ნებაყოფლობით წევრიანდება სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

მარტა კოსის თქმით, აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • "პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2
  • დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა - ვაჟა დარჩიატვ პირველი
  • დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობა?BM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →შედეგები →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტი-LGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი