მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა
The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა

The Guardian: ბრიტანეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

აღმოსავლეთ ინგლისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 11 ადამიანის მდგომარეობა „უკიდურესად მძიმეა“, 22-მა კი სერიოზული დაზიანებები მიიღო. კიდევ 56-მა მგზავრმა მსუბუქი ტრავმები მიიღო და მათ ადგილზე გაუწიეს დახმარება, ზოგი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

რკინიგზის ოპერატორის განცხადებით, ავარიაში მონაწილეობდა კომპანია East Midlands Railway-ის ორი მატარებელი. ერთი კორბიდან ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურის მიმართულებით მოძრაობდა, ხოლო მეორე - ნოტინგემიდან ლონდონის სენტ-პანკრასის სადგურამდე.

ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლებამ ღამით მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ მიემართათ რეგიონის საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებისთვის, რათა სამედიცინო რესურსები დაშავებულთა დახმარებაზე ყოფილიყო კონცენტრირებული.

მომხდარს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

„უკიდურესად შემაშფოთებელია ცნობები ბედფორდის მახლობლად ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ჩემი ფიქრები იმ ადამიანის ოჯახთანაა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, ასევე მათთან, ვინც მძიმე დაზიანებები მიიღო“, - დაწერა სტარმერმა.

მან სამაშველო სამსახურს დროული და მყისიერი დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ტაგანროგში Ozon-ის საწყობი დაბომბეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ტაგანროგში Ozon-ის საწყობი დაბომბეს

იმედი

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია

იმედი

ირაკლი ხელაძე გახარიას პარტიაზე: მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. ისინი ვერ გამოვიდნენ საბოტაჟის რეჟიმიდან

ირაკლი ხელაძე გახარიას პარტიაზე: მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. ისინი ვერ გამოვიდნენ საბოტაჟის რეჟიმიდან

იმედი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებს

იმედი