მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: გლობალურმა სასურსათო ფასებმა სამ წელიწად-ნახევარში მაქსიმუმს მიაღწია - მიზეზი სიცხე, ომები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაძვირებაა
The Guardian: გლობალურმა სასურსათო ფასებმა სამ წელიწად-ნახევარში მაქსიმუმს მიაღწია - მიზეზი სიცხე, ომები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაძვირებაა

The Guardian: გლობალურმა სასურსათო ფასებმა სამ წელიწად-ნახევარში მაქსიმუმს მიაღწია - მიზეზი სიცხე, ომები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაძვირებაა

იმედი|imedinews.ge

გლობალური სასურსათო ფასები ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. ამის მიზეზად გაერო ზაფხულის ექსტრემალურ სიცხესა და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს ასახელებს, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისა და მიწოდების ხარჯები გაზარდა, იუწყება The Guardian-ი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსი ივლისში, 2023 წლის იანვრის შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეზეა. ზრდა ძირითადად მარცვლეულის, შაქრისა და მცენარეული ზეთის გაძვირებამ განაპირობა.

FAO-ის განმარტებით, რამდენიმე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობა ძლიერი სიცხის გამო შემცირდა. შაქრის ფასების ზრდას კი ხელი შეუწყო როგორც ევროკავშირში ხანგრძლივი სიცხისა და გვალვის გამო მოსავლის შემცირების შიშმა, ისე სწრაფად განვითარებადმა კლიმატურმა მოვლენამ "ელ ნინიო", რომელმაც მსოფლიო ბაზარზე დამატებითი გაურკვევლობა შექმნა.

საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობაში მონაწილე ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების ამსახველი ინდექსი ივლისში 131,1 პუნქტამდე გაიზარდა, მაშინ, როცა ივნისში 130,3 პუნქტი იყო.

FAO-ის მონაცემებით, ივლისში მარცვლეულის ფასები, წინა თვესთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა, ხოლო ხორბალი 5,8%-ით გაძვირდა.

ორგანიზაციის შეფასებით, ფასებზე გავლენა მოახდინა შავი ზღვის რეგიონიდან ექსპორტის შეფერხებამ და რუსეთსა და უკრაინას შორის შეტევების გაძლიერების შედეგად საექსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანებამ.

ევროპაში ივნისის ძლიერმა სიცხემ, რომელიც, მეცნიერების შეფასებით, კლიმატის ცვლილებით იყო გამოწვეული, მარცვლეულის მწარმოებლებს მძიმე ზარალი მიაყენა.

წინასწარი შეფასებით, ფერმერებმა დაახლოებით 9 მილიონი ტონა მოსავალი დაკარგეს, მათ შორის: ხორბალი, ქერი, სიმინდი, შვრია.

ივლისში შაქარი 5,6%-ით გაძვირდა. FAO-ის შეფასებით, ამას ხელი შეუწყო როგორც ამინდის პირობებთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ, ისე ბრაზილიაში მიღებულმა ახალმა რეგულაციებმა, რომლებმაც ბენზინში ეთანოლის დასაშვები წილი გაზარდა. შედეგად, ეთანოლის წარმოებაზე მოთხოვნაც გაიზარდა.

ამავე პერიოდში მცენარეული ზეთის ფასები 2%-ით გაიზარდა, რაც ინდონეზიაში ბიოდიზელზე დიდი მოთხოვნილებითა და ნავთობის გაძვირებით აიხსნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა

ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის  პოლიტიკამ სახელისუფლებო  პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი