მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელი წამლების კლინიკური კვლევის ჩატარების უფლება მისცა
The Guardian: ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელი წამლების კლინიკური კვლევის ჩატარების უფლება მისცა

The Guardian: ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელი წამლების კლინიკური კვლევის ჩატარების უფლება მისცა

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის მიზანიც ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკერების კლინიკური კვლევის შეჩერება იყო. გადაწყვეტილების შედეგად, კვლევა, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯი ხელმძღვანელობს, დაგეგმილი ვადების შესაბამისად დაიწყება, წერს The Guardian-ი.

გამოცემის ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლონდონის სამეფო კოლეჯის სამეცნიერო კვლევის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი დავა, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ პროექტს შესაძლოა ზიანი მიეყენებინა მონაწილეებისთვის.

კამპანიის მონაწილეებმა სცადეს შეეჩერებინათ დაგეგმილი კვლევა სქესობრივი მომწიფების ბლოკერების შესახებ, რომელსაც ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრები გაუძღვებიან. თუმცა, მოსამართლე ჩემბერლენმა უარი თქვა განაცხადის დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ მათ არცერთ პრეტენზიას წარმატების რეალური შანსი არ ჰქონდა.

მოსამართლის განცხადებით, Pathways-ის კვლევაში ჩართული თითოეული პაციენტი „მრავალი თვის“ განმავლობაში შეფასდება სპეციალისტი ექიმების მიერ, რომლებიც „ჩამოაყალიბებენ მოსაზრებას იმის შესახებ, აქვს თუ არა ბავშვს მკურნალობიდან კლინიკური სარგებლის მიღების გონივრული პერსპექტივა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იმედი

დავით ქართველიშვილი: ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული

დავით ქართველიშვილი: ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული

იმედი

ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია", ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს

ზურაბ ქადაგიძე: 2008 წელს ბრიუსელს არ აწყობდა „რუსოფობია", ხოლო 2022 წლიდან დასჭირდათ და დავალებაც მისცეს ქართველ უსამშობლოებს

იმედი

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა

რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მიწისძვრა მოხდა

იმედი